• October

    25

    2023
  • 111
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ საერთო ინტერესია, დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ამ პრინციპების უპატივცემულობა მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს

შალვა პაპუაშვილი – ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ საერთო ინტერესია, დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ამ პრინციპების უპატივცემულობა მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს

ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ქვეყნის საერთო ინტერესია, საერთაშორისო სამართლის პრინციპები იყოს დაცული. ჩვენ თუ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ იქნება პატივცემული, ეს მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლუანდაში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფორმატები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წევრებსა და თავმჯდომარეებს ხვდებიან, იძლევა შესაძლებლობას, ისაუბრონ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საგარეო პრიორიტეტებზე, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე.

„ასამბლეაზე პარლამენტების ათასზე მეტი წევრია, 50 პარლამენტის თავმჯდომარეა, რაც კარგი შესაძლებლობაა, რომ იმ კოლეგებს შევხვდეთ, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვაქვს და გეოგრაფიულად ორმხრივი ვიზიტები რთულია. სწორედ ეს ფორმატები იძლევა შესაძლებლობას, რომ საუბარი გვქონდეს ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე. ეს განსაკუთრებით ეხება არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას. ჩვენ გაერო-ში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას რეკორდულად მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მაღალი მხარდაჭერა შენარჩუნდეს. დღეს ძირითადი სასაუბრო თემები ამაზე იქნება. თანამედროვე გამოწვევები – ვგულისხმობ იმ კონფლიქტებს, რომლებიც ბოლო პერიოდში დიდი მასშტაბით მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში, გვაჩვენებს, რომ მცირე ქვეყნები განსაკუთრებულად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების პატივისცემაზე. სინამდვილეში, ეს არის ის სიძლიერე, ინტრუმენტი და იარაღი, რაც პატარა ქვეყნებს გვაქვს. ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ქვეყნის საერთო ინტერესია, დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ჩვენ თუ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ იქნება პატივცემული, ეს მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს, რომლის მსხვერპლი, საბოლოო ჯამში, ყველა იქნება. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს გეოგრაფიულ სიშორეს კონფლიქტების მიმართ, ეს განსაკუთრებით უკრაინაზე რუსეთის აგრესიულმა თავდასხამ გვაჩვენა. გეოგრაფიულ სიშორეს მნიშვნელობა არ აქვს, საბოლოო ჯამში, ყველა დაზარალებული და დაზიანებულია, თუ ქვეყნები საერთაშორისო სამართლის პრინციპებს პატივს არ სცემენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor