• January

    27

    2025
  • 82
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ და უნგრეთის ხელისუფლება, ისევე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს, რომლებზეც აქამდე ტაბუს დადებას ცდილობდნენ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ და უნგრეთის ხელისუფლება, ისევე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს, რომლებზეც აქამდე ტაბუს დადებას ცდილობდნენ

ჩვენ და უნგრეთის ხელისუფლება, ისევე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვიზიარებთ ერთი და იგივე ღირებულებებს, რომელსაც აქამდე ცდილობდნენ, რომ ტაბუ დაედოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საკუთარი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კლიშეებში მოექციათ, მათ შორის ტრადიციული საზოგადოებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ უნგრეთის პრემიერთან გვქონდა საუბარი იმ გეგმებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს. არის ძალიან ოპტიმისტური დამოკიდებულება იმის გამო, რომ ჩვენ და უნგრეთის ხელისუფლება, ისევე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვიზიარებთ ერთი და იგივე ღირებულებებს, რომელსაც აქამდე ცდილობდნენ, რომ ტაბუ დაედოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საკუთარი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კლიშეებში მოექციათ, მათ შორის ტრადიციული საზოგადოებები. დღეს ვხედავთ, როგორ მოხდა ერთი ხელის მოსმით შეცვლა დღის წესრიგის. ისინი, ვინც გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ 15+ სქესი და გენდერი არსებობს, დღეს ერთმანეთს ასწრებენ, თქვან, რომ არის ორი სქესი – ქალი და კაცი. ასე მივა საბოლოო ჯამში იმ ჭეშმარიტებამდე, რომლის აღიარებაც არ სურდათ და იმ რეალობამდე, რომლისთვისაც თვალის გასწორება არ უნდოდათ. აქ ჩვენ და უნგრეთს გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა.

ჩვენ ასევე ვეძებთ სხვა ნამდვილ მეგობრებს, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. ამ მხრივ ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა საერთო ღირებულებების, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ხალხთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან ვიყოთ. ჩვენ პრემიერ-მინისტრმა ორბანმაც პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველოს აქვს მისი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასევე სრული მხარდაჭერა, რომ ეს გაწევრიანება დაფუძნებული იყოს მიღწევებზე და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მავნე პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რაც სამწუხაროდ ხდება დღეს. ამიტომ, ვფიქრობ, ორბანის, ისევე როგორც ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით, ჩვენ შევძლებთ, რომ გარდავტეხოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც ბრიუსელიდან ინერგება, როცა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გატარების ინსტრუმენტად აქცევენ ინტეგრაციის გზას და არა იმ საქმიან მიდგომას, რომელიც წესით უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, უნგრეთის პრემიერმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, მთავრობების შორის ურთიერთობების მხრივ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor