• May

    9

    2025
  • 115
  • 0
შალვა პაპუაშვილი – 300 ათასი ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმის და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა ასეთი არ იქნებოდა

შალვა პაპუაშვილი – 300 ათასი ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმის და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა ასეთი არ იქნებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავია, იმ დიდი გამარჯვების, რომელშიც ჩვენს ხალხს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. 300 ათასი ჩვენი მოქალაქე დაეცა ამ ბრძოლებში, 300 ათასი ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმის და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან. რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დააფასოს დღევანდელი დღე და დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის დამარცხებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიკვიძის პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor