• November

    24

    2025
  • 53
  • 0
შალვა პაპუაშვილი – PABSEC-ის თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე

შალვა პაპუაშვილი – PABSEC-ის თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე

გვჯერა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა სტაბილურობას განაპირობებს, ხოლო სტაბილურობა განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ სულისკვეთებით იბარებს საქართველო PABSEC-ისა და, ასევე, BSEC-ის თავმჯდომარეობას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით და მტკიცე შემართებით, რათა წვლილი შევიტანოთ ასამბლეის მისიის განხორციელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურება, შესაძლოა, გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში.

„ჩვენ გვჯერა, რომ დაკავშირებადობა – ფიზიკური, ციფრული, ეკონომიკური და ადამიანური – ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ცენტრალური საყრდენი უნდა იყოს. ამ კონტექსტში, შუა დერეფანი, დაკავშირებადობის კუთხით, სწრაფ, ეფექტიან და უსაფრთხო მნიშვნელოვან მარშრუტად იქცა. მზად ვართ, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, შესაბამისი პოლიტიკა და პარტნიორული ურთიერთობები, რაც გაზრდის მის შესაძლებლობებსა და კონკურენტუნარიანობას. ისეთმა საფლაგმანო ინიციატივებმა, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურებები, შესაძლოა, გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავაჩქაროთ ამ ინიციატივების განხორციელება.

ამასთანავე, მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო BSEC-ის პროექტების განვითარების ფონდს (PDF) სექტემბერში ოფიციალურად დაწყებული საქართველო-თურქეთ-ბულგარეთის ერთობლივი პროექტის – „ლურჯი პორტის ინდექსი BSEC-ის ქვეყნებისთვის“ – დაფინანსებისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს, რადგან ვხედავთ მის პოტენციალს შავი ზღვის პორტების ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.

ჩვენ გვჯერა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა სტაბილურობას განაპირობებს, ხოლო სტაბილურობა განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ სულისკვეთებით იბარებს საქართველო PABSEC-ისა და, ასევე, BSEC-ის თავმჯდომარეობას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით და მტკიცე შემართებით, რათა წვლილი შევიტანოთ ასამბლეის მისიის განხორციელებაში. საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ PABSEC-ის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის ძალა, რათა ჩვენი რეგიონი თანამშრომლობითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor