• September

    8

    2024
  • 58
  • 0
შალვა პაპუაშვილმა და გიორგი ამილახვარმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

შალვა პაპუაშვილმა და გიორგი ამილახვარმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან და ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან ერთად, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი და გიორგი ამილახვარი მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ახალციხის მე-5 საჯარო და სოფელ უდის პირველ საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.

„სრული რეაბილიტაციის შედეგად საჯარო სკოლის შენობებში, რომელიც 600 მოსწავლეზეა გათვლილი, განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები იფუნქციონირებს. შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად ახალციხის მე-5 და სოფელ უდის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეები 2024-2025 სასწავლო წელს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობებში შეხვდებიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor