
შანტაჟი გრძელდება – აშშ-ს ,,ქართული ოცნების”, მშვიდობის გარანტის პირსისხლიანი, რადიკალური ოპოზიციით ჩანაცვლება სურს ?
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე ქვეყანაში პოლარიზაცია სულ უფრო და უფრო იზრდება. ხელისუფლება და ოპოზიცია გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება.
ცნობილია ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სია, რომლის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია. მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში არიან ახალი სახეებიც. მხოლოდ ღირსებითა და მშვიდობით ქვეყნის გაძლიერება – არა ომს, კი მშვიდობას. სწორედ ამ მოწოდებით გადის არჩევნებზე ,,ქართული ოცნება”, რომელიც გამარჯვებაში დარწმუნებულია. დიახ, არა ომს! აირჩიე მშვიდობა, გააფერადე 41 – ,, ქართული ოცნება”.
ამასობაში, კრიტიკა დასავლეთიდან, სანქციები, კანდიდატის სტატუსის შეჩერება, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შეზღუდვებისა, რომელიც დასავლეთმა ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებას დაუწესა.
თავის მხრივ, მმართველი პარტია და ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება ყველაფრის უკან ოპოზიციის კვალს ხედავს და წინასაარჩევნოდ უცხოეთიდან, აშშ-დან არჩევნებში ჩარევაზე მიუთითებენ.
,,თუ ,,ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, აშშ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნები გაყალბდაო, იტყვიან. მათ ხელისუფლების ოპოზიციით ჩანაცვლება სურთ”,- გვიმტკიცებს წყარო.
,,ქართული ოცნება,, ბრალდების მთავარი ადრესატია ოპოზიციის მხრიდანაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. წინასწარ ამზადებენ ნიადაგს ქაოსის მოსაწყობად.
არჩევნების მოახლოებასთან ერთან კონტურები გამოკვეთილია ოპოზიციურ ფლანგზეც, სადაც გადაჯგუფების პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია. როგორც გაირკვა არჩევნებში დამოუკიდებლად იბრძოლებს ,,გახარია საქართველოსთვის”, რომელმაც ,,ლელოსთან” გაერთიანებაზე უარი განაცხადა. სწორედ ამ ორი წარსულში ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებული პოლიტიკოსების, წინასაარჩევნოდ გაერთიანებას მიიჩნევდა პრეზიდენტი მესამე პოლიტიკურ ცენტრად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის აზრით გადაუწყვეტელი და დაბნეული ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთება უნდა გაემარტივებინა. გიორგი გახარიასთან ვერა, მაგრამ პოლიტიკური ალიანსი შედგა გიორგი მარგველაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის. ყოფილი პრეზიდენტი, პლასტელინად წოდებული მარგველაშვილი ,,ლელოს,, რიგებს შეუერთდა.
მოიპოვებს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას ,,ქართული ოცნება” ? ექსპერტების უმეტესობის აზრით თუ საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებს, დიდი შანსი აქვს.
რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, იმავე ექსპერტების აზრით ბარიერს გადალახავენ, თუმცა მათი ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ნულის ტოლია, რადგან საღად მოაზროვნე საზოგადოება ქვეყნის განვითარებას, წინსვლასა და მშვიდობას მისცემს ხმას, რისი გარანტიც დღეს ,,ქართული ოცნებაა”.
ირაკლი გუნია, თამთა მაისურაძე





