- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
შარლ მიშელი : უკრაინა შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის
უკრაინა შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტიმა, შარლ მიშელმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ საუბრისას განაცხადა.
„უკრაინამ და სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა, რომელთაც გაწევრიანება სურთ, უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
„რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია და ამავდროულად – მალე და არა ოდესმე“, – დასძინა შარლ მიშელმა.
კითხვაზე, რას მიიჩნევდა მიშელი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობის დროს ყველაზე სერიოზულ წარუმატებლობად, მან აღნიშნა: „ჩვენ ვერ შევძელით რუსეთის შეჩერება, რომ მათ ვერ მოეხერხებინათ უკრაინაზე თავდასხმა. ამის შედეგები კი საშინელია“.





