
შესაძლოა თუ არა გლობალური ომის წინაპირობა გახდეს ტრამპის ახალი ინიციატივა ?
საინტერესო და სახიფათო განვითარებაა მოსალოდნელი ახლო აღმოსავლეთის საკითხში, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ღაზას ტერიტორიას აშშ დაიკავებს და, რომ იქ არაფერია დარჩენილი ნანგრევების გარდა. ეს მძიმე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არაბული და ზოგადად მუსლიმური სამყაროსთვის.
განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ტრამპის მოთხოვნა, რომ პალესტინელები აღარ უნდა დაბრუნდნენ ღაზაში და მათი გადანაწილება შესაძლებელი იქნება იორდანეში და ეგვიპტეში, რამაც, ფაქტობრივად, სრულად ააფეთქა, არა მარტო ახლო აღმოსავლეთი, არამედ სრულიად მუსლიმური სამყაარო და არა მარტო, რადგანაც ტრამპის განზრახვა სრულად ეწინააღმდეგება ცივილური სამყაროს დადგენილ წესებს და შეიცავს დიდ პოტენციალს მსოფლიო და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის ცეცხლის აგიზგიზებისა აქამდე არნახული მასშტაბით.
ასევე, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ პალესტინელების ღაზაში არ დაბრუნება სრულად განარისხებს იმ პალესტინელებს, ვინც უკვე ცხოვრობს ისრაელის სახელმწიფოს ფარგლებში, კონკრეტულად კი ე.წ. დასავლეთ მხარეს ანუ დასავლეთ ნაპირზე მცხოვრებ ორ მილიონზე მეტ ადამიანს, რასაც თავად ებრაელები იუდეას და სამარიას ტერიტორიას უწოდებენ და ამ ეტაპზეც კი, იქ მდგომარეობა უკიდურესად კომფლიქტურია და მათი თანამოძმეების ღაზაში არ დაბრუნების შემთხვევაში, ისრაელს ქვეყნის შიგნითაც სრულფასოვანი სამოქალაქო დაპირისპირება გარანტირებული ექნება. ეს კი, თავის მხრივ, გამანადგურებელი დარტყმა შესაძლოა აღმოჩნდეს ისედაც გარშემო მტრებით წრე შემორტყმული ისრაელისთვის.
ახალი რეალობის ფონზე, შეუძლებელია გაითვალოს ახლო მომავალი და კომფლიქტის განვითარებიას დინამიკა. ერთის მხრივ, ირანის ფაქტორი, არაბული ქვეყნების ლიგა და არანაკლებ ძლიერი თურქეთი, რომელიც უშუალოდ ჩვენი მეზობელი და ნატოს წევრი ქვეყანაა. ასე რომ, ტრამპის ინიციატივა შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს პირდაპირი და უშუალო გაგებითაც.
ირაკლი კერესელიძე