• October

    31

    2024
  • 91
  • 0
შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის განცხადების კრიტიკის გამო, უნგრეთის საგარეო უწყებაში შვედეთის ელჩი დაიბარეს

შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის განცხადების კრიტიკის გამო, უნგრეთის საგარეო უწყებაში შვედეთის ელჩი დაიბარეს

უნგრეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ცნობილია, რომ ელჩის დაბარება შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კრიტიკას მოჰყვა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული.

ორბანის განცხადებას კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით არ საუბრობს, არამედ, შესაძლოა, საუბრობდეს რუსეთის სახელით.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ელჩი უნგრეთის საგარეო უწყებაში იყო დაბარებული.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტი უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. ორმხრივი დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ურთიერთობების ბუნებრივი ნაწილი“, – განაცხადა მან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor