• June

    25

    2025
  • 165
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, 112-ს ეწვია. მინისტრი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და 112-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს 112-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თავის მხრივ, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დათვალიერებისას შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემას, ასევე, 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკის დეტალები მოისმინა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატებები უსურვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor