• July

    4

    2025
  • 103
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრმა იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

შსს-ს ცნობით, მინისტრი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

„სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია იმერეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს რეგიონში დანაშაულის სტატისტიკა და გახსნის მაჩვენებელი გააცნეს.გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან როლანდ მესხსა და მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, ასევე ეწვია დაცვის პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს, სადაც შესაბამისი ტექნიკა, აღჭურვილობა და ლაბორატორიები დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა მინისტრი იმერეთის რეგიონში ვიზიტისას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა. გეკა გელაძემ მათ გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor