• September

    17

    2025
  • 35
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გეკა გელაძე მონაწილეობს გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.

„ფორუმის მთავარი თემაა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ.

ღონისიძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პირველი პირები, ასევე გაერო-ს, ინტერპოლისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შორის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები“, – წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor