• February

    5

    2026
  • 34
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, რონი მესხთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ წარმატებულ საპოლიციო ღონისძიებებზე. მათ შორის განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თბილისში სამართალდამცველების მიერ საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ჩართული პირებისა და რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების წევრების გამოვლენა-დაკავების მიმართულებით ბოლო პერიოდში გაწეულ ძალისხმევას. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დედაქალაქში მართლწესრიგის უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor