• September

    18

    2023
  • 348
  • 0
შინაგან საქმეთა სამინისტროში სრული მობილიზაცია იყო გამოცხადებული – ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე აღკვეთილია

შინაგან საქმეთა სამინისტროში სრული მობილიზაცია იყო გამოცხადებული – ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე აღკვეთილია

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა”.

,,სუს”-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით,  ყოველ ჯერზე, როცა ,,სუს”-ი მსგავს ინფორმაციას ავრცელებდა, „დესტრუქციული გეგმების პრევენციას ახდენდა“.

„ყოველ ჯერზე მოხდა მათი დესტრუქციული გეგმების პრევენცია და არ გამოუვიდათ ეს გეგმები, ახლა რაც მოვისმინეთ სუს-ისგან ირკვევა, რომ არავის არ აუღია ხელი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაზე.

მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ მიზნით იქნა ქვეყანაში შემოპარებული, რომ სრული ქაოსი გამოეწვია და ეს იქნა აღკვეთილი და შესაბამის ადგილას იმყოფება, რაც სასამართლომ განუსაზღვრა. ახლა ხომ ვხედავთ აქტიურად მიმდინარეობს იდეოლოგიური მზადება, როცა ხდება დამკვიდრება ისეთი კლიშეების, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება“, ამის პროპაგანდა მიმდინარეობს აქტიურად, რომ სისხლიანი სცენარების წინ წამოწევის და გამართლების გარკვეული საბაბები ჰქონდეთ. ამის უკან დგას კონკრეტული მზადება როგორც ჩანს, რადგან იქ არის კონკრეტული ინფორმაცია,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებით,  ,, სუს”-მა მორიგი ტყული გაავრცელა.

„დღეს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, არა შესაძლო, არამედ უკვე დაგეგმილ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებაზე. სუს-ს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები და ყველა მათგანი ტყუილი და „ფეიკი“ აღმოჩნდა.

რაში დასჭირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მორიგი ტყუილის გავრცელება?! მარტივია – ამ განცხადებით, მათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხეს. ამით ფაქტობრივად თქვეს, რომ ამერიკა, ევროპა და უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. სუს-ის ხელმძღვანელობა, პარლამენტის წევრები „ოცნებიდან“ და თბილისის მერი კახი კალაძე ერთად გადაეფარნენ ფარცხალაძეს, ცდილობენ მის „გაპრავებას“ და მისი დასანქცირების საფუძვლიანობისა და მოტივაციის ეჭვქვეშ დაყენებას. შეგახსენებთ, ბატონმა კალაძემ 170 000 ევროდ შეფასებული ავტობუსები 250 000 ევროდ იყიდა და ამ ფაქტზე გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული. ასე რომ, მათგან მომავალშიც ბევრ იუმორისტულ განცხადებას მოვისმენთ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

,,რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის და სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტურია – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ლევან ხაბეიშვილის თვლის, რომ  სუს-ის განცხადებით დადასტურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენები.

„რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური. ამ განცხადებით ირკვევა, რომ ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, – წერს ხაბეიშვილი.

,, Geo News”- ის კონფიდენციალური წყაროს მტკიცებით, ,, სუს”-ის მიერ გავრცელებული  ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

,, მინდა გითხრათ, რომ ,, სუს”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულ პირთა ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას მართლაც გეგმავდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დროულად იქნა მოპოვებული და ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე აღკვეთილია.

აქვე გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სრული მობილიზაცია იყო გამოცხადებული, რადგან ,,შსს” ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობაზე და არ დაუშვებს საფრთხე შეექმნას შიდა და გარე მტრებისგან სახელმწიფოს უსაფრთხოებას”,-  გვიცხადებს ჩვენი კონფიდენციალური წყარო.

,, Geo News” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ამ დრომდე, ცდილობს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

,,Geo News” 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor