• February

    19

    2025
  • 69
  • 0
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადება

„გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო, მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული.

ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულში შეჩერებულია პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი).

გაცნობებთ, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.

აღნიშნული რეგიონების გარდა, დიდთოვლობის გამო, შესაძლოა სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 1272“.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor