
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და კრიმინალთან არ არის მხოლოდ ციფრები, ეს ბრძოლა ყოველდღიური რეალობაა, რაც კონკრეტული სამართალდამცავების თავდადებისა და დაუზოგავი შრომის შედეგია !
,,GEO NEWS”-მა ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა სტატია სათაურით : საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუღალავი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ !
სტატიაში აღვნიშნავდით, რომ მინისტრი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს სტრუქტურას, რომელიც დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტიტუციაა სახელმწიფოში – მისი მეთაურობით სამინისტრომ ჩამოაყალიბა მტკიცე სტრატეგია დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების კუთხით. ასევე, დავძენდით, რომ გაიზარდა გადაწყვეტილების მიღების მოქნილობა ადგილებზე, განსაკუთრებით კრიტიკულ უბნებში, როგორიცაა თბილისის ზოგიერთი კრიმინალურად დატვირთული ზონა და პირველ წერილში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს, კერძოდ დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს ეფექტურ მუშაობაზე მოგითხრეთ, ვინაიდან მათ საქმიანობას თვეები ვაკვირდებოდით. ჩვენ იქვე გაუწყებდით, რომ გლდანი–ნაძალადევის რაიონი ასევე აქტიურად ასრულებს ამ მისიას თავისი სპეციფიკური მიდგომებით, რაზეც დღევანდელ სტატიაში მოგახსენებთ.
დავიწყოთ იმით, რომ გლდანი-ნაძალადევი ერთ-ერთი დიდი და ურთულესი რაიონია, შესაბამისად, კრიმინალურად დატვირთული ზონაა, თუმცა სამმართველოების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს რაიონი ხელში უჭირავთ, კრიმინალის თავშესაფარი არ არის, დიახ, სამართალდამცავები სრულად აკონტროლებენ რაიონს.
მოგეხსენებათ, გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ რეგიონულ ქვედანაყოფს. მისი ძირითადი ფუნქცია კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის პრევენცია და გამოძიებაა, ასევე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, პატრულირება და საპატრულო პოლიციის მეშვეობით მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა ქუჩებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში უდავოდ უზრუნველყოფილია. ასევე დანაშაულის პრევენცია და გამოძიება, ყველა სახის დანაშაულის აღკვეთა და გამოძიება, მათ შორის ქურდობა, ძალადობა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული და სხვა სახეზეა, ისევე როგორც სპეციალური ოპერაციები და ჩხრეკები, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველები ატარებენ სპეცოპერაციებს კრიმინალურ ჯგუფებზე ან კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე რეაგირების მიზნით. და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ნარკოტიკებთან ბრძოლა და ახალგაზრდებში კრიმინალის პრევენციაა, რაც უზრუნველყოფილია.
გარდა ამისა, აღნიშნული რაიონი ხშირად თანამშრომლობს მეზობელ რაიონებთან, თუ საქმე ეხება რაიონთა შორის დანაშაულს. მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს.
მართალია, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების ეფექტიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის ( წყარო მოწოდებას დაგვპირდა ), თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენი წყაროების ინფორმაციები მიუთითებს იმაზე, რომ სამმართველოს ზელმძღვანელები და თანამშრომლები ვიმეორებთ, უდავოდ აქტიურად მონაწილეობენ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დაბოლოს, როგორც იცით, გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოს აქვს მრავალფეროვანი სტრუქტურა, რომელიც მოიცავს რამდენიმე სამმართველოს, რაც საშუალებას აძლევს მას ეფექტურად მართოს უსაფრთხოების საკითხები რაიონში, რასაც აკეთებს კიდეც.
აი, აქ უკვე ჩვენ გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს რამდენიმე სამმართველოს გამოვყოფდით, ყველაფერი ხომ შედარებითია…ანუ ჩვენთვის ცნობილია, რომ მე-3 სამმართველო გამორჩეულად ეფექტურად მუშაობს, ასევე მე-6 სამმართველო, რაც ხელმძღვანელისა და მოადგილეების დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა და მე-5 სამმართველო, რომლის ხელმძღვანელი და მოადგილეები ასევე ღირსეული სამართალდამცავები და პროფესიონალები არიან.
ასე რომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და კრიმინალთან არ არის მხოლოდ ციფრები, ეს ბრძოლა ყოველდღიური რეალობაა, რაც კონკრეტული სამართალდამცავების თავდადებისა და დაუზოგავი შრომის შედეგია.
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი
( გაგრძელება იქნება )
,,GEO NEWS”





