• November

    6

    2025
  • 43
  • 0
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმის (EMPACT) ოპერატიული აქტივობის ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმის (EMPACT) ოპერატიული აქტივობის ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმის (EMPACT) ოპერატიული აქტივობის ფარგლებში, რომელიც საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ – ირაკლი დონდოლაძემ გახსნა. მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა ოპერატიული აქტივობის ლიდერმა, ესპანური მხარის წარმომადგენელმა – ხოსე ანხელ გონსალეს მორანმა. ყოველწლიურ შეხვედრაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ათამდე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა მონაწილე ქვეყნების გამოცდილება კრიმინალურ ტენდენციებთან, მათ შორის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ასევე, არსებული გამოწვევები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

ხაზი გაესვა კრიმინალურ საფრთხეებთან ბრძოლის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაძლიერებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს და აღნიშნული მიმართულებით დინამიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor