• February

    9

    2024
  • 100
  • 0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ოთხი პირია მოკლული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ოთხი პირია მოკლული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ოთხი პირია მოკლული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილი ერთი პირი ბრალდებულის ბიძაშვილია.

დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor