
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს აგრესიულ მომიტინგეებს კანონის ფარგლებში დარჩენისაკენ მოუწოდებს
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. დაპირისპირება იყო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის.
აქციაზე მომიტინგეების მისამართით ისმის გამაფრთხილებელი მოწოდება, რომ საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ამ დრომდე სპეცდანიშნულების რაზმია განლაგებული ჭიჭინაძის ქუჩაზე.
სულ ცოტახნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს. უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მანიფესტაციის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
ირაკლი გუნია




