• September

    12

    2025
  • 33
  • 0
შსს – დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შესაბამისად, მელიქიშვილის გამზირზე 8-9 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ორი პირი გათავისუფლდა

შსს – დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შესაბამისად, მელიქიშვილის გამზირზე 8-9 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ორი პირი გათავისუფლდა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირი პირიდან ორი გათავისუფლდა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დარახველიძემ განმარტა, დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და, მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა.

„მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია, 8-9 სექტემბერს ქალაქ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ.

დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და, მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.

რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია,  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“, – განაცხადა დარახველიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor