• November

    11

    2025
  • 28
  • 0
შსს – თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები

შსს – თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძეც.

შსს-ს ინფორმაციით, გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხსა და სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე უწყების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა.

უწყების ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor