• October

    25

    2025
  • 46
  • 0
შსს-მ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

შსს-მ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1998 წელს დაბადებული მ.თ., 1993 წელს დაბადებული ო.უ. და 1975 წელს დაბადებული ი. ქ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მ.თ. განზრახ მკვლელობის, ო.უ. ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ხოლო ი.ქ. ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

„დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე მათგანი ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს.

ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor