• September

    12

    2025
  • 64
  • 0
შსს-მ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა

შსს-მ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, დაკავებულთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

„ნარკოდამნაშავეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ, აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ასევე, დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომლის გასაღებაც ე.წ. შავ ბაზარზე იგეგმებოდა. ამოღებულია: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „სუბოქსინი“, „მეთადონი“, „კეტამინი“, „მეფედრონი“, „მდმა“, „მარიხუანა“ და სხვა“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს  თითოეული თანამშრომლის მიზანია, ნარკოტიკების  მავნე ზეგავლენისგან  დავიცვათ საზოგადოება და გამოვავლინოთ ყველა ის პირი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული“, – განაცხადა დარახველიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor