• July

    2

    2025
  • 53
  • 0
შსს-მ თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

შსს-მ თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

გუშინ, გვიან ღამით თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” ამოიღეს, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა.

როგორც დავით კიკნაძემ აღნიშნა, გასაღების მიზნით, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გასაღების მიზნით, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 67 შეკვრად დაფასოებული 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.

მისი თქმით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ.

„ისინი შემდგომში გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ“, – აღნიშნა კიკნაძემ.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

„ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით აქტიურად ვაგრძელებთ შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor