• September

    16

    2025
  • 69
  • 0
შსს-მ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-მ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000-მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სირაძემ აღნიშნა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1959 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1979 წელს დაბადებული, ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე ე.კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის 12 000-მდე აბი „ექსტაზი“, 520 აბი „სუბოტექსი“, „კოკაინი“, „მდმა“ და „მარიხუანა“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი რაოდენობით თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ. აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივ რეჟიმში ატარებენ შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor