• October

    26

    2025
  • 40
  • 0
შსს-მ თემქის დასახლებაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირდებით, რასაც მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ თემქის დასახლებაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირდებით, რასაც მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, თემქის დასახლებაში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირდებით, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი, 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ.რ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან -2008 წელს დაბადებულ ა.გ. -სთან ერთად ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor