• September

    17

    2025
  • 51
  • 0
შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებულ დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.მ.-მ, თითქოსდა მის საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე დაითანხმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი გ.ბ.

შეხვედრისას ლ.მ.-მ იგი მობილური ტელეფონით გაასაუბრა ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფ დ.მ.-ს, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor