• February

    4

    2026
  • 42
  • 0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.რ. და 1987 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მ.ყ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეასსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor