• July

    10

    2025
  • 67
  • 0
შსს – პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს – პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული მ.კ., რუსეთის მოქალაქე, 2004 წელს დაბადებული ე.მ. და ბელარუსის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ვ.ნ. სხვადასხვა დროს დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა პვპ“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor