• July

    24

    2025
  • 64
  • 0
შსს-ს გენინსპექციამ ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს გენინსპექციამ ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ბრალდებით ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთან, შსს-ს ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლო იარაღი, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1988 წელს დაბადებულმა მოქალაქე ზ.მ.-მ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს უკანონო ქმედების, კერძოდ, სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით ფულადი თანხა შესთავაზა.

გარდა ამისა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლო იარაღი, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor