
შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე დანაშაულზე არ რეაგირებს და თითს პროკურატურისკენ იშვერს…
ჩვენ 27 სექტემბერს გამოვაქვეყნეთ კიდევ ერთი წერილი სათაურით :,,დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს პასუხის მოლოდინში თაღლითი თურქის ქართველი მფარველები ერთფუთიან ტალახს გვესვრიან და გვესვრიან”.
სტატიაში მოგითხრეთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველომ მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობის საქმის შესწავლა შეწყვიტა, რადგან ზემდგომმა უწყებამ –სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ ვიდეოებში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა ვერ გამოავლინა. თუმცა კიბერდანაშაულის საქმე დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს შესასწავლი იყო. კერძოდ, მათი დასადგენი იყო თუ ვინ გამოიყენა ( იყენებს ) 60 წლის ბათუმელი ქალბატონის, ვინმე ნანა დუმბაძის სახელსა და გვარს. ქმნის მის ფეისბუკ გვერდებს, საიდანაც ბოლო ხანებია სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. ასევე გვიგზავნიდნენ ვიღაცეების პორნოგრაფიულ ვიდეოებს, ათას სიბინძურეს გვაბრალებდნენ და ერთფუთიან ტალახს გვესროდნენ.
იქვე მივუთითებდით, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოებში არიან მაღალი კლასის პროფესიონალები და გვქონდა მათი იმედი. შესაბამისად, გვჯეროდა, რომ დროის უმოკლეს ვადებში იქნებოდა დადგენილი ე.წ. აიპი მისამართი, ანუ ის პირი ან პირთა წრე, ვინც ჩვენ მსგავსი ბინძური მეთოდებით გვიპირისპირდებოდა. მოკლედ, ველოდებოდით, რას დაადგენდა დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველო, რის შესახებაც ვაუწყებდით ჩვენს მკითხველს.
დღეს წერილობითი პასუხი მივიღეთ დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილის, ბატონი კახაბერ რაზმაძის ხელმოწერით, რომლითაც მშრალად გვეუწყა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულები და მათი მამხილებელი მტკიცებულებები ( თურმე ) არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს – შესაბამისად, აღნიშნულზე არ დაწყებულა გამოძიება.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ამას გვწერს ოფიციალური საპოლიციო უწყება, რასაც ხელს პოლიციის პოლკოვნიკი აწერს, მაშინ როდესაც უშუალოდ მის ქვემდებარე სამსახურში წარდგენილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრული ეჭვის სტანდარტით დგინდება, არა მხოლოდ ის კვალიფიკაცია, რაც ჩვენ წინა სტატიებში მივუთითეთ, არამედ სახეზეა და სრულად გამოიკვეთა ჩვენდამი ადევნების განმეორებადი ფაქტები, რასაც ადგილი სოც ქსელებისა და ინტერნეტის კომუნიკაციის საშუალებით არაიდენტიფიცირებადი ,,ფეიკი” ექაუნთის საშუალებით ჰქონდა. რაც თავის მხრივ, დანაშაულებრივი ქმედების წინასწარ გამიზნული შენიღბვის ფაქტზე მეტყველებს. ამ პირობებში, როდესაც აღწერილი დანაშაულის შედეგად ისეთი სახის სტრესი განვიცადეთ, რომ იძულებული გავხდით, ჩვენი ჩვეულებრივი დღის წესრიგი ჩვენი სურვილების საწინააღმდეგოდ შეგვეცვალა. რაც ადევნების პირდაპირი მაკვალიფიცირებელია.
ბატონი პოლკოვნიკი იჩენს რა უპასუხისმგებლობას შეზავებულს პროფესიულ გულგრილობასთან, მაინც უტიფრად გვიცხადებს, რომ თითქოსდა დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მაშინ როდესაც ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით სახეზეა სისხლის სამართლის კატეგორიის მინიმუმ ორი დანაშაული. პირველი, ჩვენზე ადევნება და მეორე, აღნიშნულზე სათანადო უფლებამოსილების პირის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის გამოვლენა.
რაც კიდევ უფრო აღმაშფოთებელი და ცინიკურია ჩვენთან პირადი კომუნიკაციის დროს გაცხადებული იქნა, რომ ბატონი პოლკოვნიკის დაუსაბუთებელი უარი შეგვეძლო გაგვესაჩივრებინა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ზედამხედველ პროკურორ ქალბატონ ნაზი მირიანაშვილთან, რომელიც თურმე იმავე აზრზე ყოფილა რაზეც ბატონი პოლკოვნიკი. შესაბამისად, ამ აბსურდულ წრეზე სიარულს ჩვენ არ ვაპირებდით, რის გამოც მყისიერად დავუკავშირდით ოფიციალური ფორმით საქართველოს გენერალური პროკურორის ოფისს და იქ შესაბამისი კომპეტენციის პირებთან გავიარეთ ზემოაღწერილი სამართლებრივი დეტალები, რასაც საბედნიეროდ მოჰყვა სათანადო რეაგირება, რაც იწვევს ჩვენს პოზიტიურ შეფასებას, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ სამსახურებრივი გულგრილობის გამომჩენი ბატონი პოლკოვნიკი იშვიათი გამონაკლისია ნეგატიური კუთხით. პოპულარული ენით თუ ვიტყვით ,,ნაციონალების გადმონაშთი”. რამეთუ აღწერილი დანაშაულებრივი ქმედება როგორც ჩვენი, ასევე კომპეტენტური იურისტების შეფასებით, აშკარად იმსახურებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას და ადევნების კუთხით სამართლებრივი დევნის განხორიელებას.
საგულისხმოა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობაში მოიზრება ის ფაქტიც, რომ რესპონდენტ ბატონ ალი ბაბაევთან და ახლობელ მერაბ ირემაძესთან საქმიანი შეხვედრის, ინტერვიუს ჩაწერის ლოკაცია რატომღაც უშუალოდ ცნობილი გახდა ჩვენზე ადევნებული პირისა თუ პირებისათვის, რის თაობაზეც მათ თავად გვაცნობეს ,,ფეიკი”ექაუნთის გამოყენებით.
სწორედ ამ სახის მტკიცებულებების უგულებელყოფის გამო, ჩვენ ხმამაღლა და მყარად ვაცხადებთ, რომ ან ბატონი პოლკოვნიკის პროფესიული კვალიფიკაცია არის ნულს ქვემოთ ან იგი შეგნებული საბოტაჟის განმახორციელებელი პირია.
ამის შესახებ ჩვენს მიერ კომპეტენციის მიხედვით, ამჯერადაც ეცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და შესაბამისად, გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი ეფექტური რეაგირებისა ბატონი პოლკოვნიკის ,,უხეირო” გულგრილობის ფაქტზე. რამეთუ როგორც გენერალური ინსპექციის შესაბამის პირებთან არაერთხელ საქმიანი კომუნიკაციის მქონეებს, ჩვენ კარგად მოგვეხსენება რამდენად ეფექტურად და რაც მთავარია სრულყოფილად იძიებს ნარჩენი საბოტაჟის მქმნელი ბნელი კადრების ქმედებებს.
p.s. გენერალური პროკურატურის კომპეტენტურ პირებთან, ამ საკითხზე შეხვედრის შემდგომ, მიღებული საპროცესო სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე, ჩვენს მკითხველს, როგორც ანგარიშვალდებული მედია კვლავ დეტალურად მოვუთხრობთ.
ქეთი ხომერიკი





