• October

    16

    2025
  • 54
  • 0
შსს-ს ინფორმაციით, ელინა ვალტონენი გზის უკანონო გადაკეტვისთვის დაჯარიმდა

შსს-ს ინფორმაციით, ელინა ვალტონენი გზის უკანონო გადაკეტვისთვის დაჯარიმდა

ეუთო-ს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტთან აქციაზე მივიდა. ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალურ ქსელით ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა : „გიწვევთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას“.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვა და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართა : საგარეო უწყება ეუთო-ს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში აღნიშნავს, რომ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor