• April

    23

    2025
  • 103
  • 0
შსს-ში აცხადებენ, რომ მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლით გამოწერილ ჯარიმებზე მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს

შსს-ში აცხადებენ, რომ მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლით გამოწერილ ჯარიმებზე მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის მუხლით გამოწერილი ჯარიმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე.

ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს“, – აცხადებენ შსს-ში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor