• October

    23

    2025
  • 55
  • 0
შს მინისტრმა უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

შს მინისტრმა უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრა პონევაჩ-პანასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მინისტრმა უნგრეთის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული კავშირების მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა სამართალდაცვით სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულია მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები, რაც ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია. საუბარი ასევე შეეხო უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებს და უნგრულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor