• October

    9

    2023
  • 107
  • 0
შშ ისრაელს საბრძოლო მასალას და სპეციალურ აღჭურვილობას გაუგზავნის

შშ ისრაელს საბრძოლო მასალას და სპეციალურ აღჭურვილობას გაუგზავნის

აშშ ისრაელს საბრძოლო მასალას და სპეციალურ აღჭურვილობას გაუგზავნის. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სწრაფად მიაწვდის ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობას, მათ შორის საბრძოლო მასალის რესურსებს“, – ნათქვამია ოსტინის განცხადებაში.

ასევე, როგორც ცნობილია, „ჰამასის“ თავდასხმების საპასუხოდ აშშ გააძლიერებს ამერიკულ ძალებს ახლო აღმოსავლეთში.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს, დაშავებულთა რიცხვი კი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.

გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2 300 დაიჭრა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor