
ჩემი სოლიდარობა ,,GEO NEWS”-ის და ტელეკომპანია ,,იმედი”-ს ჟურნალისტებს
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ( SEU-ს ) ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, ბატონი ემზარ კაკულია ჩვენ და ტელეკომპანია ,,იმედს” სოლიდარობას და მხარდაჭერას გვიცხადებს.
გთავაზობთ ბატონი ემზარ კაკულიას განცხადებას.
,,რამოდენიმე დღეა სოციალური ქსელების გამოყენებით „GEO NEWS”-ის ჟურნალისტებზე მიმდინარეობს ბულინგი, აგრესია, ზეწოლა, შეურაცხყოფა, შანტაჟი და მუქარა, რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ასევე გუშინ დილიდან მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში საზოგადოებამ იხილა ტელეკომპანია იმედის ოპერატორზე და ჟურნალისტზე აქციის მონაწილეების მხრიდან გაუგონარი ზეწოლა, დამცირება, ფიზიკური ძალადობა, გინება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა რადიკალური ოპოზიციის ლიდერების წაქეზებით.
ოპოზიციის ლიდერების, არასამთავრობო ორგანიზაციების,ოპოზიციური ტელევიზიების და იქ მომუშავე ჟურნალისტების მხრიდან არცერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ უღირსი საქციელის წინააღმდეგ, საქციელის რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებებს, ახალისებს სიძულვილს და ხელს უწყობს ძალადობას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.
ოპოზიცია და მასთან აფელირებული ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ პროდასავლურებს და საუბრობენ ევროპულ ღირებულებებზე,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავად აღვივებენ შუღლს, თესავენ ზიზღს, ხელს უწყობენ საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებას და არაფერი საერთო არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან. მოკლედ რომ ვთავათ ქვეყანას ჰყავს ე.წ.ოპოზიცია, რომელიც-„ერთს ფიქრობს, მეორეს ლაპარაკობს, და მესამეს აკეთებს“.
არჩევნებში დიდი ანგარიშით წაგების გამო აგონიაში მყოფი ოპოზიცია და მათი ლიდერები, როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე ქვეყნის გარეთ ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ არიან არა „პროდასავლურები“, არამედ ყველაზე მეტად ,,პრორუსულები”.





