
ჩვენი გამორჩეული რესპონდენტი ეკონომიკის დოქტორი ემზარ კაკულია საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს
,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვებს :
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ( SEU-ს ) ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი – ემზარ კაკულია;
,,სულ მალე გავაცილებთ 2024 წელს, რომელიც სავსე იყო, როგორც ბევრი წარმატებით, ასევე უამრავი სირთულეებით და გეოპოლიტიური რისკებით, რომლის გავლა ქვეყანამ შესძლო მშვიდობით, ხელისუფლების მიერ პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარების წყალობით.
საქართველოში მოსახლეობა საზეიმო განწყობით, სიხარულით, სიყვარულით, ოცნებების ახდენის იმედით ელოდება ახალი წლის შემობრძანებას და სასურველ მეკვლეს, ფეხბედნიერ ადამიანს, რაც უკავშირდება უძველეს ტრადიციას.
ჩემს თანამოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პედაგოგებს, ექიმებს, ახალგაზრდებს, აფხაზეთში და სამაჩაბლოში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, თითოეულ თქვენთაგანს ვულოცავ დამდეგ ახალ 2025 წელს !
განსაკუთრებით, უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლს, მის უწმინდესობას ილია მეორეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდი ხნის სიცოცხლეს.
მჯერა რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით არჩეული ახალი ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ახალი 2025 წელი იქნება მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას.
ახალ წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ერთიანობის, სიყვარულის, სიმშვიდის, კეთილდღეობის და ოცნებების ახდენის წელი.
გილოცავთ დამდეგ 2025 ახალ წელს ” !
მოამზადა – ირაკლი გუნიამ
,,GEO NEWS”




