• March

    18

    2024
  • 114
  • 0

ჩინეთის, ირანისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი გულწრფელად ულოცავს ვლადიმერ პუტინს გადამწყვეტ გამარჯვებას და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პუტინს ულოცავს ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადუროც.

„ჩვენმა ძველმა ძმამ ტრიუმფალურად გაიმარჯვა, რაც კარგია მსოფლიოსთვის“, – ამბობს მადურო.

რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 6,65 პროცენტი მიიღო, ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.

ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ასევე ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა.

„თქვენი ხელახლა გამარჯვება რუსი ხალხის თქვენდამი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მჯერა, რომ თქვენი ლიდერობის დროს რუსეთს უფრო დიდი მიღწევები ექნება“, – ამბობს სიძინპინი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor