• November

    16

    2024
  • 43
  • 0
ჩინეთის რესპუბლიკაში კონფერენცია ,,ღია თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს“ ფოთის დელეგაციაც ესწრებოდა

ჩინეთის რესპუბლიკაში კონფერენცია ,,ღია თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს“ ფოთის დელეგაციაც ესწრებოდა

ჩინეთის რესპუბლიკაში ქალაქ ჩენდუში კონფერენცია ,,ღია თანამშრომლობა და საერთო ინტერესები“ გაიმართა, რომელსაც 30 ქვეყნის 43 დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყო ფოთის დელეგაცია.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ფოთის მერმა მიმართა.

ბექა ვაჭარაძემ ისაუბრა, ქალაქის მდგრადი განვითარების ხედვაზე და შესაძლებლობებზე.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ფოთის დელეგაციის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს ტექნოლოგიური ინოვაციების, განახლებადი ენერგიის გამოყენების, საერთაშორისო განათლებისა და მეცნიერების საკითხები. ასევე, გაცვალეს საუკეთესო პრაქტიკა და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობა ტექნოლოგიების, განათლების, ეკონომიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

კონფერენციის კვირეულის განმავლობაში, დელეგაციის წევრები გაეცნენ ადგილობრივი ინდუსტრიული სექტორის მუშაობის სპეციფიკას და გამართეს შეხვედრები მსხვილ მეწარმეებთან.

მოამზადა ირაკლი გუნიამ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor