• July

    20

    2024
  • 69
  • 0
ჩინეთში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, შენსის პროვინციაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:40 საათზე ქალაქ შანლუოში მოხდა.

ხიდის ჩანგრევის მიზეზად წყალდიდობა სახელდება.

სახელმწიფო მედიის ცნობით, დადასტურდა, რომ მდინარეში ხიდის ჩანგრევის შედეგად ხუთი მანქანა ჩავარდა, 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო რაზმები, მათ შორის 850-ზე მეტი პერსონალი, 90 მანქანა, 20 ნავი და 41 დრონი.

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ადგილობრივ ხელისუფლებას სამაშველო ოპერაციისთვის ყველა ზომის გამოყენებისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, ჩინეთი ამჟამად წყალდიდობის კრიტიკულ პერიოდში იმყოფება და ადგილობრივმა მთავრობებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის გასაძლიერებლად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor