• November

    28

    2023
  • 117
  • 0
ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნის საფუძველზე, ბულგარეთმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნა, ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტერიალს დაესწრება

ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნის საფუძველზე, ბულგარეთმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნა, ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტერიალს დაესწრება

უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ პირველად, სერგეი ლავროვი ნატო-ს წევრ ქვეყანაში ჩავა. ის ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტერიალზე გეგმავს დასწრებას, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარეა, გასულ კვირას ლავროვი მინისტერიალზე დასასწრებად მიიწვია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნატო-ს წევრებმა რუსეთს თავიანთი ქვეყნების თავზე ფრენა აუკრძალეს. ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩასასვლელად ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცე გაუხსნა.

ბულგარეთის საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული ნებართვის გაცემა ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნის საფუძველზე მოხდა სკოპიეში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ამასთან, გამონაკლისი არ ვრცელდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor