• September

    12

    2023
  • 79
  • 0
ჩხუბი, გაძევება და დაძაბულობა საგარეჯოში – კაცნაკლულმა „დილამ“ „გარეჯი“ დაამარცხა და საქართველოს თასის ბოლო მეოთხედფინალისტია #1TVSPORT

ჩხუბი, გაძევება და დაძაბულობა საგარეჯოში – კაცნაკლულმა „დილამ“ „გარეჯი“ დაამარცხა და საქართველოს თასის ბოლო მეოთხედფინალისტია #1TVSPORT

გორის „დილამ“ საგარეჯოში „გარეჯი“ 2:1 დაამარცხა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა.

გორელებმა თამაში კარგად დაიწყეს და 25-ე წუთზე ცენტრალური მცველის, ზურაბ თევზაძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. „დილა“ 45+7-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, ხოლო მოედანზე გუნდებს შორის ჯგუფური კონფლიქტი მოხდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „გარეჯის“ მცველი გიორგი ლაცაბიძე ხისტად ჯერ გორელთა შემტევს, მიხეილ სარდალიშვილს ეთამაშა, შემდეგ კი სტუმართა ნახევარმცველს, ჟან ვიქტორსაც. „დილას“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა თავი ვერ შეიკავა, მთელი ძალით ფეხი დაარტყა მას და წითელი ბარათი მიიღო.

საგარეჯოელებმა რიცხობრივი უპირატესობით 51-ე წუთზე ისარგებლეს და ირაკლი ლექვთაძის გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ კაცნაკლულმა „დილამ“ მიზანს მაინც მიაღწია. 62-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ „გარეჯის“ კარი მეორედ აიღო და გორელები მეოთხედფინალში გაიყვანა.

გორის „დილასთან“ ერთად, საქართველოს თასის მეოთხედფინალში ეროვნული ლიგიდან გავიდნენ – ქუთაისის „ტორპედო“, „საბურთალო“, ბათუმის „დინამო“, წყალტუბოს „სამგურალი“ და „დინამო თბილისი“. ეროვნული ლიგა 2-იდან – ფოთის „კოლხეთი 1913“, ხოლო ლიგა 3-დან – ტყიბულის „მეშახტე“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor