• October

    5

    2025
  • 43
  • 0
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ქალაქების მერების არჩევნებში კახა კალაძე 71.61%-ით იმარჯვებს, ნინო ლაცაბიძე 91.97%-ით, დავით ერემეიშვილი – 85.68%-ით, ბექა ვაჭარაძე – 100%-ით, გიორგი ცინცაძე – 80.63%-ით

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ქალაქების მერების არჩევნებში კახა კალაძე 71.61%-ით იმარჯვებს, ნინო ლაცაბიძე 91.97%-ით, დავით ერემეიშვილი – 85.68%-ით, ბექა ვაჭარაძე – 100%-ით, გიორგი ცინცაძე – 80.63%-ით

ცესკო-მ თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

დედაქალაქის პროპორციული შედეგები, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარი შედეგები ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე – 71.61% (215 083 ხმა), ნინო ლაცაბიძე – 91.97% (31 276 ხმა), დავით ერემეიშვილი – 85.68% (37 779 ხმა), ბექა ვაჭარაძე – 100% (14 545 ხმა), გიორგი ცინცაძე – 80.63% (42 876 ხმა).

ამასთან, როგორც ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა აღნიშნა, უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის, 3 061 უბნის შედეგი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor