• April

    23

    2025
  • 118
  • 0
ცვლილებების პროექტით, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ახალი სახე იარსებებს, რომელიც საქართველოდან გაძევებას და განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვას გულისხმობს

ცვლილებების პროექტით, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ახალი სახე იარსებებს, რომელიც საქართველოდან გაძევებას და განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვას გულისხმობს

უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ახალი სახე იარსებებს, რომლის მიხედვით, უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა მოხდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ცვლილებების გათვალისწინებით, აღნიშნული სასჯელი შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. კერძოდ, პროექტით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება დაენიშნოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ორიდან ათ წლამდე ვადით, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – ხუთიდან 20 წლამდე ვადით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, ცალკეული ქმედებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. კერძოდ, იმ უცხოელის მიერ, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ან რომლის მიმართაც არსებობს საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა უცხოელის მიერ სამგზავრო დოკუმენტის განზრახ განადგურებაში ან, ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისთვის თავის არიდებასა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებაში, დაისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებით და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ან თავისუფლების აღკვეთით  ერთიდან ექვს წლამდე ვადით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor