• November

    20

    2024
  • 106
  • 0
ცნობილი სპორტსმენი და საქართველოს ნამდვილი პატრიოტი ბიქტორ გვენეტაძე გმობს ,,GEO NEWS” მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და თავდასხმას

ცნობილი სპორტსმენი და საქართველოს ნამდვილი პატრიოტი ბიქტორ გვენეტაძე გმობს ,,GEO NEWS” მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და თავდასხმას

,,GEO NEWS”-სა და მისი ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული დევნისა და ბულინგის ფაქტები სოციალურ ქსელში კატეგორიულად დაგმო ცნობილმა სპორტსმენმა ბიქტორ გვენეტაძემ და ჩვენს ინტერნეტგამოცემას თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა. 

,,მინდა გამოვეხმაურო ,,GEO NEWS”-ის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და ბულინგის ფაქტებს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს მედიის სარედაქციო პოლიტიკა, ასე იქცევიან ის რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები არ გამოსდით და ახლა ასე ცდილობენ დაუპირისპირდნენ განსხვავებულ აზრს და თავისუფალ მედიას.

ჩემი სრული მხარდაჭერა ,,GEO NEWS” და სხვა იმ მედიების ჟურნალისტებს, რომლებიც ბოლო დღეებში აგრესიის სამიზნე გახდნენ”, – სოციალურ ქსელში წერს სპორტსმენი ბიქტორ გვენეტაძე.

,,GEO NEWS” მადლობას უხდის ღირსეულ ადამიანს და საამაყო სპორტსმენს ბიქტორ გვენეტაძეს, რადგანაც მისთვის სრულიად გასაგებია ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დაუშვებელია ადამიანის და მით უფრო, პროფესიონალი ჟურნალისტების დევნა და დაბულინგება საკუთარი აზრის ან სარედაქციო პოლიტიკის ქონის გამო.

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor