• January

    17

    2025
  • 209
  • 0
ცოტნე ანანიძე : ,,ისტორია გამეორდება, ოპოზიცია ნელა და მორიდებით შელაგდება პარლამენტში”

ცოტნე ანანიძე : ,,ისტორია გამეორდება, ოპოზიცია ნელა და მორიდებით შელაგდება პარლამენტში”

,,GEO NEWS” გთავაზობთ ინტერვიუს ,,ქართული ოცნების” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრ ცოტნე ანანიძესთან, რომელიც საკუთარი თაობისა და ქართული ახალგაზრდული პოლიტიკური ისტებლიშმენტის შემდგარი და წონიანი სახე და ჩვენი გამორჩეული რესპონდენტია.

ამჯერად, ბატონი ცოტნე მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე საკუთარ კომპეტენტურ ხედვას და პოლიტიკურ ანალიზს გვიზიარებს. 

-ბატონო ცოტნე, დღეს რა მდგომარეობაა ბათუმში და რამდენად დამშვიდდა სიტუაცია  სასამართლოში უსამშობლოების მიერ მოწყობილი პროვოკაციების შემდეგ ?

-პირველი, რაც ღირებული და მნიშვნელოვანია, გახლავთ გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. თუმცა, ყველა უფლებას აქვს ჩარჩოები და იქ, სადაც არსებობს პოზიტიური უფლება, ანუ გამოხატვის თავისუფლება, იქვე არსებობს ნეგატიური უფლებაც, ანუ გარკვეული გამოხატვის ფორმებისაგან თავის შეკავების ვალდებულება, რომელშიც უნდა იქნას მოქცეული ესა თუ ის უფლება. ხანდახან დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან ისეთ მოქმედებებს აქვს ადგილი, რომელთა მიზანშეწონილობაც ჩემთვის გაუგებარია და მისი გამართლებაც რთულია.

რაზე აქვს სწორება ოპოზიციას, რა მიზანს ისახავს ?

რა თქმა უნდა, 20 იანვარზე აქვთ სწორება, რომ მოასწრონ და მაქსიმალურად დიდი ზიანი მოუტანონ სამშობლოს, სანამ აშშ-ს ახალი არჩეული პრეზიდენტი ტრამპი მომქმედი პრეზიდენტი გახდება. ტემპერატურის აწევაზე ცდილობენ ქულების დაწერას.

28ნოემბრის შემდეგ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე არაადეკვატური რეაგირება, არ გაგება იმისა, რას ამბობს ხელისუფლება, რას ამბობს თავად ევროკავშირი – 2030-დე არ აპირებენ გაფართოებას…

თუმცა, ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მიღების ეტაპზე ისპეკულირეს ამით და შეეცადნენ ქვეყანაში არეულობა დაეთესათ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც აღიარებენ იმას, რომ ოფიციალური მომაცემებით საქართველო ტრიოს ლიდერია და მოლდოვასაც და უკრაინასაც უსწრებს. ამიტომაც, საქართველო იმსახურებდა სტატუსს, მიიღო კიდევაც, მაგრამ გადავადება იყო იმისთვის, რომ ოპოზიციას ამით ესარგებლა და სცადეს კიდევაც ამ უსამშობლოებმა გადატრიალების მოწყობა, თუმცა ჩვეულებრივად ვერ გამოუვიდათ.

თქვენი აზრით, რამ განაპირობა საქართველოსადმი ჩვენი ხანგრძლივი და ერთგული პარტნიორების ასეთი სახეცვლილება და როდიდან დაიწყო ეს დამოკიდებულება ?

-ერთხმად, ფერხულში, გარე ძალების შეტევა უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო და დაკავშირებულია უკრაინის ომთან და სურვილთან საქართველო სამხედრო კომფლიქტში იყოს ჩათრეული რუსეთთან, რაც ჩვენი სამშობლოსთვის დამღუპველი შედეგის მომტანი იქნება.

2022 წლამდე ეს პროცესი არ იყო. როგორც იცით გეოგრაფია განაპირობებს გეოპოლიტიკას, რაც ფაქტია. ჩვენ ვართ მოწყვლადი ქვეყანა და გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე ჩვენს რეგიონში.

ამ თვალსაზრისით მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირადი როლის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც ძალიან დიდ რისკზე წავიდა ჯერ პირველად, როდესაც ,,ნაცმოძრაობას” დაუპირისპირდა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში და ახლაც, როდესაც გამკლავება უწევს, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველაზე ფარულ და ორგანიზებულ ინტერესებთან საქართველო გამოყენებისა და განადგურების საწინააღმდეგოდ, რასაც კოლექტიური დასავლეთი სჩადის.

რა გეგმას შესაძლოა, რომ განიხილავდეს დესტრუქციული ოპოზიცია ამ ეტაპზე, როცა არაფერი გამოუვიდათ ?

-ოპოზიციის მცდელობა დისკრედიტაცია მოახდინოს არჩევნებისა, რომელიც მათივე მოთხოვნილი და მოწონებული ელექტრონული ფორმით ჩატარდა და ბუნებაში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების პროცესში რაიმე ცუდი და მიუღებელი მოხდა, სრულად განწირული წამოწყებაა. ყველასათვის ნათელია, რომ ერმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და ის აღარ შეიცვლება.

-ამიტომაც, პრაქტიკულად ყველანაირი საფუძველი აქვს გამოცლილი  ოპოზიციას რადიკალიზებისთვის, რის შემდეგაც მათ მიერ უცხოური ფულის სანაცვლოდ, უცხო ინტერესების ტყვეობაში მყოფები, სულ მინიმუმ სასაცილოები არიან და ასევე მავნებლები, რაც ყოველელთვის „კარგად“ გამოსდით.

დაბოლოს, რა მოლოდინები და პროგნოზი გექნებოდათ გლობალურად და უშუალოდ ჩვენთან მიმართებაში ?

ყველაფერი ძალიან თვალნათელია, ის პოზიცია, რაც აქვს საქართველოს, არის მშვიდობაზე და კეთილდღეობაზე გათვლილი და ის ყველასათვის მისაღები და მოსაწონია ვისაც კი გონი გააჩნია.

ამავდროულად, ის მოლოდინები, რაც არსებობს აშშ-ი პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესთან დაკავშირებით არის პოზიტიური.

სამწუხაროდ, საქართველოში დეპოლარიზაციის არავითარი სურვილი არ აქვს ოპოზიციას და ეს თვალნათელია, რის გამოც სავარაუდოდ ეს პროცესები კიდევ რაღაცა დროით გაგრძელდება, თუმცა, ჩემი ლოგიკური მოლოდინია, რომ ისტორია ამჯერადაც გაიმეორებს საკუთარ თავს და როგორც 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა, ნელა და თავის დახრით, ოპოზიცია შევა პარლამენტში.

ირაკლი გიორგაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor