• December

    11

    2024
  • 182
  • 0
ცოტნე ანანიძე : ,,სახელმწიფო მტკიცედ დგას ფეხზე და მალე პროცესების დეესკალაცია მოხდება”

ცოტნე ანანიძე : ,,სახელმწიფო მტკიცედ დგას ფეხზე და მალე პროცესების დეესკალაცია მოხდება”

,,ქართული ოცნების” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს ცოტნე ანანიძეს ,,GEO NEWS” ექსკლუზიურად ესაუბრა. მისი კომპეტენტური და კვალიფიციური აზრი ჩვენს მკითხველს საკითხში უკეთ გარკვევაში დაეხმარება, რაც ნათელი და პირდაპირი შეფასებების შედეგი გახლავთ.

ბატონო ცოტნე, პირველ რიგში, გვაინტერესებს თქვენი შეფასება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით?

-რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, მოკლედ გიპასუხებთ – რკინის და პოლიტიკური ლოგიკაა, რომ ამ სიტუაციაში ხელისუფლებას სიმშვიდე სჭირდება, ხოლო სიტუაციის დაძაბვა და ტემპერატურის აწევა ოპოზიციის ინტერესშია. ეს არის მარტივი ლოგიკა, სხვა სახელმწიფოებშიც, რომ იყოს ანალოგიური პროცესები, ნეიტრალური თვალით მსგავსად შეაფასებდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რადიკალიზმი და სიტუაციის დაძაბვა ოპოზიციას სჭირდება.

-საზოგადოებამ გუშინდელ აქციაზე უმძიმესი ფაქტი იხილა, როცა მომიტინგეებმა უფლის გამოსახულებიანი სასახლე დაწვეს, რასაც საზოგადოების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, როგორ შეაფასებდით ?

-რაც შეეხება აქციაზე სასახლის დაწვას, ეს პერფორმანსი ძალიან აცდენილია, როგორც ადამიანური კულტურის, ისე ქართულ ტრადიციულ ნაწილს და, რა თქმა უნდა,  საზოგადოების ნეგატიური რეაგირება სამართლიანად გამოიწვია, მით უფრო, როცა სასახლეზე დატანილი იყო სიმბოლიკა, რომელიც ადამიანებისთვის რელიგიური გრძნობების  ხელყოფაა. ესეც ერთგვარი გამოვლინებაა იმისა, თუ როგორი ტიპის ფანტაზიები აქვთ  ადამიანებს, რომლებსაც რევოლუციის მოწყობა სურთ.

-დაბოლოს, როგორ გესახებათ ქვეყანაში არსებული ვითარების დასტაბილურება ?

– ვფიქრობ, პროცესები ახლო მომავალში დასტაბილურდება. სახელმწიფო, ხელისუფლება, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს სწორად აღიქვამს.

სახელმწიფო მზადაა მსგავსი  ტიპის გამოწვევებს გაუმკლავდეს.

რაც შეეხება ახალ არჩევნებს, ეს არ უნდა მოხდეს, რადგან არჩევნები შედგა, თანაც პროპორციულად, ელექტრონული სისტემით და მოსახლეობამ თავისი პოზიცია გამოხატა. რა თქმა უნდა, სიტუაცია უნდა დამშვიდდეს და ოპოზიცია 2025 წლის მუნიციპალური არჩევნებისთვის მოემზადოს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor