
ცხოველთა დაცვის რეგულაციები სახელმწიფომ გაამკაცრა – აშენდება თუ არა ახალი თავშესაფრები ?
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ საქართველოში ცხოველთა უფლებების დაცვის შესახებ.
,,GEO NEWS” გთავაზობთ ინტერვიუს მოქალაქე გიორგი გეგეჭკორთან, რომელიც ამ თემაზე ვრცლად ისაუბრებს.
გიორგი გეგეჭკორი: ჩვენს ქვეყანაში ცხოველთა უფლებები მეტნაკლებად არის დაცული. ცხოველთა უფლებების დაცვაზე ქვეყანაში სულ რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, რაც არასაკმარისია.
სახელმწიფომ მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრები უნდა ააშენოს.
ასევე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ძაღლებისა და კატების კასტრაცია.
– რამდენად აქვს საზოგადოებას ინფორმაცია ცხოველთა უფლებების დაცვის შესახებ ?
– იცით, ამისთვის საჭიროა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. თუმცა ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. თუმცა ბოლო წლებთან შედარებით წინგადადმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ამ მიმართულებით სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები.
სახელმწიფომ ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით არა ერთი რეფორმა გაატარა. მათ შორის გამკაცრდა ცხოველთა მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა და ის სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ასევე სახელმწიფოს აქვს უფასო კასტრაცია სტერილიზაციის, ასევე ვაქცინაციის პროგრამა.
იმედს ვიტოვებ, სახელმწიფო მიუსფარი ცხოველების უფლებებს მეტად დაიცავს და იზრუნებს მათზე.
ირაკლი გუნია





