• May

    25

    2025
  • 180
  • 0
წიგნი ,,ღალატი”, მთავარი გმირი, სამხედრო უჩა გუგუჩია – აგვისტოს ომის დიდ ღალატს ფარდა აეხადა….

წიგნი ,,ღალატი”, მთავარი გმირი, სამხედრო უჩა გუგუჩია – აგვისტოს ომის დიდ ღალატს ფარდა აეხადა….

ახლახან მწერალთა სახლში მწერალ, ქალბატონ ეთერ ზაქარიაძის წიგნის ,,ღალატი” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში საუბარია აგვისტოს ომზე –  მთავარი გმირი კი, სამხედრო უჩა გუგუჩიაა, რომელიც დეტალურად აღწერს თუ რა გადახდათ თავს მას და მის თანამებრძოლებს 2008 წლის აგვისტოს ომში.

 

,,ძვირფასო მკითხველო, წიგნი დაწერილია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

წიგნის მთავარი გმირი, უჩა გუგუჩია, ჩვენი თანამედროვეობის რეალური პერსონაჟი, ამ ეპოქის ერთ-ერთი რეალური გმირია. 

ეს გამოცემა ავტორმა, ქალბატონმა ეთერ ზაქარიძემ, განსაკუთრებული, განსხვავებული ჟანრი შემოგვთავაზა – დოკუმენტურ-მხატვრული პროზა.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ავტორს შემდგომი წარმატება და აღიარება ვუსურვოთ ! როგორც იცით, ქალბატონი ეთერ ზაქარიაძე ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს, ემიგრაციაში ” – აღნიშნავს, ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილი, პრემია ,,ივერიის” დამფუძნებელი. 

 

,,შენ და მე, თქვენ და მე, ჩემო კეთილო მეგობრებო ! 

მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნიჭია, ნიჭთა შორის – გრძნობა, რომელიც ღირსებად ითვლება სიკეთის არ დავიწყება.

თქვენი მხრიდან გამოჩენილმა უანგარო სიკეთემ და მხარდაჭერამ დაიმსახურა ეს ღირსების ორდენები და სიგელები.

თქვენ ჩამისახეთ იმედი, უფრო მეტი ნდობა და სიყვარული ადამიანური ბუნებისადმი.

თითოეული თქვენთაგანი წარუშლელ კვალს ტოვებთ ჩემს ცხოვრებაზე …

ჩემო მეგობრებო, თითოეულს , ნაცნობს, უცნობს ჩემი მოკრძალებული მადლობა !

თავმდაბლობით ჩემი მოკრძალებული მადლობა, ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვაში გამომსვლელ, დიდ მამულიშვილებს :

ბატონ რეზო მიშველძეს, ბატონ დავით შემოქმედელს, ბატონ სოსო სიგუას, ბატონ თეიმურაზ გოგეშვილს, ქალბატონ მანანა გორგიშვილს, ქალბატონ ნეკა დარბაიძეს.

მოკრძალებული მადლობა ჩემი წიგნი ,,ღალატი”-ს, რედაქტორს და პრეზენტაციის წამყვანს ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილს.

ბატონო ნუგზარ მადლობა, უანგაროდ ჩემი წიგნის შემოქმედების აღქმისთვის, რაც წაიკითხეთ და დამაჯილდოვეთ შეუფასებელი, ფასდაუდებელი ღირსებით !

მადლობა მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ქალბატონ მაყვალა გონაშვილს !

მწერალთა კავშირი, თქვენ ხართ ის სახლი, სადაც დაჭრილ მწერლებს თუ პოეტებს ჭრილობას უხვევთ და კურნავთ !

თქვენში სიკეთე ჭარბობს თანაც დიდი დოზით !

ჩემში, თქვენი სიყვარული არასოდეს განელდება.

მადლობა ჩემ შვილიშვილს ქრისტესია ბაქანიძეს, ძმისშვილს ირმა ცინცაძეს , ძალიან შორს მაწვდინეს სიყვარულის ემოციები, სიხარულის ცრემლებით მატირეს !

მადლობა ჩემ პირველ შვილიშვილს დაკოს, ის შორიდან მათბობდა !

მე თქვენით ვამაყობ, მე თქვენ მაცოცხლებთ ყოველ დღეს, მე თქვენ მიყვარხართ !

ძალიან მალე გაცოცხლდება ჩემი მეხუთე წიგნი ,,არ დანებდე”… გპირდებით, მოვკვეცავ მანძილს, გზას, ზღვას და თქვენთან ერთად ვიქნები დარბაზში, წიგნის პრეზენტაციაზე !

მადლობა თქვენ ” !

პატივისცემით ეთერ ზაქარიაძე.

10.05.2025.წ

 

ეთერ ზაქარიაძის და მთავარი გმირის მეგობრული დიალოგი – გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან :

უჩა გუგუჩია : მე იმ წყეულ ღამეს, ჩემი ძმების უსულო გვამებს შევპირდი, რომ ყველა გაიგებდა სიმართლეს სინამდვილეში რაც მოხდა, მე თუ გავაღწევდი ცოცხალი ბრძოლის ველიდან , ამას აღვუსრულებდი მათ. არავის შევარჩენდი ისტორიის გაყალბებას, ყველამ უნდა იცოდეს, სინამდვილეში რაც მოხდა. ამაში კი ეს თქვენი წიგნი დამეხმარება….

ეთერ ზაქარიაძე : ბატონო უჩა, წიგნის დაწყება ჩემი ვერსია იყო უანგაროდ და ასევე უანგაროდ დარჩება ბოლომდე. მთელი გულით მინდოდა 2008 წლის ომზე წიგნი შემეკერა, გამეცოცხლებინა ის დღეები და ეს მე და თქვენ, ერთად შევძელით….

უჩა გუგუჩია : უბრალოდ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, შემამცივნა…მადლობა უფალს, რომ არსებობთ…

ეთერ ზაქარიაძე : ბატონო უჩა ! ჩემი წიგნი, გამოსული თუ გამოსასვლელი არც ერთი არ იყიდება, უსასყიდლო საჩუქარია ჩემი გონიერი მკითხველებისთვის ჩემგან…თქვენთვის კი ამ წიგნის 70 ცალი ჩემგან საჩუქარი იქნება, იმ ღალატით დაცემული ბიჭების ოჯახისათვის, ვისი სულებიც თქვენ არასდროს დაგავიწყდებათ ! …..

 

ჩვენ ჩვენის მხრივ ვიტყვით შემდეგს – ქალბატონ ეთერ ზაქარიაძის წიგნი ,,ღალატი” ყველამ უნდა წაიკითხოს, რადგან ფარდა აეხადა დიდ ღალატს, აგვისტოს ომში ! 

მივიჩნევთ – ვისურვებდით, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ აუცილებლად გამოკითხოს მთავარი გმირი, სამხედრო უჩა გუგუჩია, რათა გამოიკვეთონ აგვისტოს ომის დამნაშავეები, რომლებიც უნდა დაისაჯონ, რაშიც საგამოძიებო კომისიას უჩა გუგუჩიას მონათხრობი უდავოდ დაეხმარება. 

დაბოლოს, მკითხველს შევახსენებთ, რომ ,,GEO NEWS”-მა წიგნის პრეზენტაციამდე გამოაქვეყნა მასალა სათაურით – სამხედრო უჩა გუგუჩია 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებს იხსენებს – დეტალები კი აღწერილია წიგნში ,,ღალატი”, რომელიც, ვიმეორებთ, ყველამ უნდა წაიკითხოს !

იხილეთ ლინკი :  https://geonews.org.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%90-2008-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98/

ფოტოკოლაჟი :

მოამზადა – თამთა მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor