
ხელოვანი მალხაზ ვარშანიძე მედიის ბულინგს ეხმიანება
,,GEO NEWS” -სა და დაბულინგებულ მედიას ხელოვანი მალხაზ ვარშანიძე თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს.
,,დღეს მედიის ყველა იმ წარმომადგენელზე მიდის ბულინგი და თავდასხმა, ვინც დესტრუქციული ოპოზიციის ხაზს არ ატარებს. თქვენი მედიის მიმართაც იგივე ხდება.
დიახ, ძალიან მძიმეა, მაგრამ არ მიკვირს. ეგ ე.წ. ,,არასრულწლოვნები”, ქვეყნის ახალგაზრდობისა და ხალხის ნაწილი გაიძახის : ,,რა შუაშია ნაციონალური მოძრაობაო”, მათი უმეტესობა კი, ფაქტობრივად, ,,ენმ”-ს ოჯახებთან, მათი ორგანიზაციების ბიზნესებთან და მათივე დონორ ფონდებთან პირდაპირ არიან დაკავშირებულნი.
ძალიან ცუდია, რომ ბულინგი, აქციაზე თავდასხმა, ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა, ცილისწამება და სხვადასხვა სახის შეურაცხყოფები დემოკრატიის ნორმად იქცა. ამ სტანდარტებით ბოლშევიკური და ფაშისტური გადატრიალებებიც ულტრადემოკრატიული მოვლენებია”-აცხადებს რეჟისორი, მხატვარი მალხაზ ვარშანძე.
,,GEO NEWS”





